,,ლაპორატორია 1918"-ის დაკავებული წევრები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. ამის შესახებ, შსს გამართულ ბრიფინგზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ცინარიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეს.
,,აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. აქციის მსვლელობისას დაზიანდა ერთ-ერთი მოქალაქისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ავტომანქანა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისაკენ, თუმცა აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს არ დაემორჩილნენ, რის შემდეგ მოხდა მათი კანონის ფარგლებში, ადმინისტრაციული წესით დაკავება", -განაცხადა შსს გამართულ ბრიფინგზე დავით ცინარიძემ და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება და ამ დროისთვის ყველა დაკავებული პირი ხელწერილითაა გათავისუფლებული.
დავით ცინარიძის განმარტებით, ყველა დაკავებული პირი ხვალ სასამართლოში იქნებიან წარდგენილი და სწორედ სასამართლო იმსჯელებს მათ მიმართ ადმინისტრაციული წესით რა ღონისძიებას გამოიყენებს.