,,პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) დირექტორმა, ვახუშტი მენაბდემ პოლიციასა და ,,ლაბორატორია 1918"-ის წევრებს შორის მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას.
,,შემთხვევის დროს ადგილზე არ ვყოფილვარ, მაგრამ მალევე მივედი. ვნახე ბევრი კადრი, თვითმხილველი და შემიძლია, არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ვთქვა, რომ პოლიციის მხრიდან, დემონსტრატების მიმართ, მინიმუმ ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას რამაც გამოიწვია შეკრება-მანიფესტაციების უფლების დარღვევა. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ყველაფერი კარგად და საბოლოდ შინაარსობლივ მუშაობაში შევიდეთ. ჯერჯერობით მხოლოდ ფორმაზეა საუბარი. დააკავეს ბევრი ადამიანი, რაც აჩვენებს იმას, რომ პოლიციამ გამოიყენა იმაზე მეტი ძალა რაც უნდა გამოეყენებინა, თუნდაც იმ შემთხვევაში სტუდენტების მხრიდან კანონი დარღვეული რომ ყოფილყო. დაირღვა თუ არა კანონი ამის თქმა ადრეა, რადგან ამის დასადგენად მეტი ფაქტობრივი მასალა გვჭირდება", _განაცხადა მენაბდემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის რამდენიმე წევრი დააკავეს.
სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენლები აქციას მშრომელთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით მართავდნენ.