დღეს, 23 თებერვალს, 12:00 საათზე, პროფკავშირების ცენტრალურ ოფისში სააქციო საზოგადოება "გზამშენი 11"-ის 40-მდე თანამშრომელი და საავტომობილიო ტრანსპორტისა და გზების მშენებლობის პროფკავშირი პრესკონფერენციას გამართავენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მოთხოვნა შესრულებული სამუშაოსთვის კუთვნილი, სახელფასო დავალიანების გაცემაა.
"გზამშენენი 11" საკრედიტო დავალიანების გამო, ცოტა ხნის წინ ბანკი "რესპუბლიკას" საკუთრება გახდა. პროკავშირები მოითხოვს, ბანკმა, როგორც სამართალმემკვიდრემ, საკუთარ თავზე აიღოს თანმშრომელთა სახელფასო დავალიანების გასტუმრება და წარმოადგინოს დოკუმენტაცია, თუ რა გრაფიკით დაფარავს აღნიშნულ ვალს.
პროფკავშირები გრაფიკის წარმოდგენას 1-ელ მარტამდე ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1-ელ მარტს დაგეგმილ პროფკავშირების საერთო აქციაზე - პროფკავშირები დაგეგმილ ზომებზე გადაწყვეტილებას მიიღებს და გაახმოვანებს.