თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და "მერსედესის" მარკის ავტომანქანას დაეცა. მანქანის მძღოლი, სოფელ საქადაგიანოს მკვიდრი, 45 წლამდე ასაკის ზიათინ მაჰმედოვი, გარდაიცვალა.
მანქანაში იმყოფებოდა მაჰმედოვების ოჯახის ორი წევრი, დედა-შვილი, რომლებიც ღუდუშაურის კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.