დღეს, ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სამსახურში 700-დე გამოძახება დაფიქსირდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, გამოძახებები უმეტესობა დიღმის მასივიდან ფიქსირდება.
დიღომში ქარმა რამდენიმ ხე წააქცია და სახურავები ახადა სხვადასხვა შენობას.
იყო მსხვერპლიც - წაქცეული ხე აღმაშენებლის ხეივანზე მიმავალ მანქანას დაეცა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.