,,ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ქალთა მონაწილეობა პროკურატურაში", _ განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც ,,რადისონში" მიმდინარე კონფერენციას ,,გენდერი და სასამართლო" ესწრება.
,,მართლმსაჯულება დღეს არის დაწინაურებული იმ გაგებით, რომ ბევრი კარგი ქალი მოსამართლეა. რა თქმა უნდა, არიან მოსამართლეები რომლებსაც სჭირდებათ შეცდომების გამოსწორება. მაგრამ ბევრი ქალი მოსამართლე იღებს მონაწილეობას სიმართლის დადგენაში. პროკურატურას რაც შეეხება, აქ საქმე სანაქებოდ არ არის და ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ქალთა მონაწილეობა პროკურატურაში, იმ დონეებზე სადაც გადაწყვეტილებებია მისაღები " _ განაცხადა წულიკინმა და აღნიშნა, რომ ერთადერთი ქალი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს თბილისის პროკურორია, დანარჩენი ქალების ნაწილი მხოლოდ შიდა და ქვედა რგოლებში იღებენ გადაწყვეტილებებს.