24 თებერვალს, 13:00 საათზე, ჭადრაკის სასახლეში ქართული საზოგადოების დიდი შეკრება გაიმართება. საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელის დავით მაღრაძის განცხადებით, შეკრებაზე ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით საზოგადოება თავის სათქმელს იტყვის.
"ბრძოლის გზაზე გამოიკვეთება კანდიდატურა. ალასანიას ნაბიჯს მხარს ვუჭერთ. ოპოზიცია შეთანხმდება ერთ კანდიდატზე, რომელსაც ქართული საზოგადოებაც მხარს დაუჭერს", - განაცხადა დავით მაღრაძემ.
მისი თქმით, იმედი აქვთ, რომ ყველა ერთად, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ერთად დადგება და ერთად გამოკვეთს ოპოზიციის საერთო კანდიდატს.