სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროკურატურის შესვლის ფაქტს უარყოფენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროში განუმარტეს მათ უწყებაში პროკურატურა არ შესულა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში შესვლას და იქ საქმის შესწავლას "ჯი-ეიჩ-ენთან" გაკეთებული კომენტარისას ასევე უარყოფენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშიც.
უწყებაში განმარტავენ იმასაც, რომ მათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები არც დაკითხვაზე დაუბარებიათ.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის უკან გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროკურატურა შევიდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, პროკურატურის თანამშრომლებული უწყებაში უკვე რამდენიმე დღეა მუშაობენ.