დღეს, 29 აპრილს, ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის, ბაჩანა ახალაია და მასთან ერთად ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი განახლდება.
სასამართლო სხდომა თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროინდელი ბრალდებების განხილვებს დაუბრუნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი დარახველიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
ახალიას ავდოკატის განცხადებით დღესვე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას სასამართლო სხდომაზე ახალაიას ოჯახის წევრების დაბრუნების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ დათა ახალაია წინა სასამართლო პროცესიდან წესრიგის დარღვევის გამო გააძევეს.