ლილოში ავეჯის საწყობი დაიწვა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თბილის საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გიოგრაძემ განაცხადა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ,,ხანძარი, დაახლოებით 12:00 საათისთვის გაჩნა. Mმეპატრონეების განცხადებით მიყენებული ზარალი 200 000 აღწევს. ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ჩამქრალია", -განაცხადა გიორგაძემ და აღნიშნა, რომ შემთხვევის შედეგად დაახლოებით 600 კვ.მ ფართი დაიწვა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მუშაობა უკვე მიმდინარეობს.