ძლიერი ქარის გამო, დიღმის ტრასაზე, აღმაშენებლის ხეივანში, ხე წაიქცა, რომელიც მანქანას დაეცა. დაშავდა ორი ადამიანი.
აღნიშნულის გარდა, ქარმა ყაზბეგის რაიონის 53-ში მდებარე შენობას თუნუქის სახურავი ახადა. იგივე მდგომარეობაა თრიალეთის გზადკეცილზედაც, სადაც სახურავის გარეშე რამდენიმე შენობა და საცხოვრებელი სახლი დარჩა. ადგილზე ქალაქის ვიცე-მერი ნიკოლოზ ხაჩირიშვილი იმყოფება, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას ჰპირდება.
ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა გლდანის მე-7 მიკრორაიონში, 124-ე ბაღის შენობასაც, რომელშიც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს.