სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებისა და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანის ფაქტებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, მხილებულ იქნენ მოქალაქეები: სამირ ალიევი, ვუსალ ალახვერდიევი, ეშგინ ალიევი და თახირ ბედიევი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მათ ჩინური წარმოების მობილურ ტელეფონებს შეუცვალეს სამარკო ნიშანი და ნოკიას ფირმის პროდუქციის სახით, 12 450 ლარად გაყიდეს, ასევე სასაქონლო ზედნადებში შეამცირეს რეალიზებული საქონლის ღირებულება.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, იგივე ბრალდებით კიდევ ერთი მოქალაქე სეიმურ ყურბანოვი გამოავლინეს, აღნიშნულმა პირმა 33 ცალ ტელევიზორს შეუცვალა სამარკო ნიშანი და 5 500 ლარად მოახდინა მისი რეალიზაცია, როგორც კომპანია „LG"-ს მიერ წარმოებული პროდუქციის.
აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით,რაც თავისუფლების ღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს და ასევე, 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.