დღეს, 27 აპრილს, 13:00 საათზე შეწყალების სახელმწიფო კომისიის სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განაცხადა კომისიაში 171 პატიმრის საქმეა შესული.
,,კომისიაში შემოსულია 171 პატიმრის საქმე. აქედან სამი არასრულწლოვანია, 12 კი ქალი", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თევდორაძემ და აღნიშნა, რომ შეწყალების კომისია დადებით რეკომენდაციას ვერ მისცემს იმ პატიმრებს რომლებიც ბრალდებულები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის არიან. რაც შეეხება შეწყალებულ პატიმრებს ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს აღდგომის დღესასწაუზე დატოვებენ.