,,ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს ჩაერიოს კერძო საკუთრებაში, _ განცხადა ქართულ-უკრაინულ ბიზნეს-ფორუმზე ბიძინა ივანიშვილმა. როგორც პრემიერმა განმარტა, სახელმწიფო ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.
,,ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს ჩაერიოს კერძო საკუთრებაში. ჩინოვნიკების დანიშნულება იქნება მხოლოდ ხელი შეგიწყონ მაქსიმალურად ნებისმიერ ბიზნესმენს ბიზნესის წარმოებაში. ამ მხრივ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ პირობები იქნება არანაკლები ევროპასთან და ამერიკასთან შედარებით", _განაცხადა ივანიშვილმა.