თეა წულუკიანი თანამშრომლობის სანაცვლოდ დათა ახალაიასთვის გარანტიების მიცემას მიუღებლად მიიჩნევს. Aამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა ,,პოლიტმეტრში" განაცხადა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვაბნელი ,,ფასდაუდებელ ინფორმაციას" ფლობს.
,,გამოძიებასთან თანამშრომლობა ყველას ევალება, მაგრამ ეს არასდროს არ იქნება, ჩემი აზრით, რაღაცის სანაცვლოდ. დათა ახალაია პრეზიდენტის არ იყოს ბევრ ინფორმაციას ფლობს, მათ შორის თუნდაც გირგვლიანის საქმეზე სხვა რომ არ დავასახელოთ. მისი მონაწილეობა, თანამშრომლობა დაარქვით თუ გნებავთ თუნდაც ამ, ან სხვა ბევრ საქმეში იქნება ფასდაუდებელი", -განაცხადა წულუკიანმა.
მისივე განცხადებით, დათა ახალაია ბევრს სხვა ადამიანთან ერთად ინარჩუნებს პოზიციას, რომ რაც იცის არ ამბობს.