დღეს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გერმანელი ექსპერტის პამელა კნაუსის ვიზიტი დაიწყო. პამელა კნაუსი შტუტგარდის პროკურატურის პროკურორია და დიდი გამოცდილება გააჩნია სისტემური დანაშაულის გამოძიების კუთხით.
საქმე ეხება საქართველოში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე დაწყებულ ფართომასშტაბიან გამოძიებას, სადაც დაკიხულია 2000-ზე მეტი პირი. საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში გამოიკვეთა დანაშაულის სისიტემური ხასიათი. გერმანელი ექსპერტის საქართველოში მოწვევის მიზანი, ქართველი კოლეგებისათვის სისიტემური დანაშაულის შეფასების საკითხში გამოცდილების გაზიარებაა. რადგან მსგავსი მასშტაბური დანაშაული საქართველოს რეალობაში არ გახსნილა და არ წარმართულა სასამართლოს წინაშე, საჭირო გახდა სათანადო კვალიფიკაციის მქონდე ექსპერტების მოწვევა, რათა მათი გამოცდილების გათვალისწინებით შეფასდეს მომხდარი და ფაქტებს სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს.
პამელა კნაუსი უკვე შეხვდა საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს. შტუტგარდის პროკურატურის პროკურორი სამუშაო შეხვედრებს გამართავს ქართველ კოლეგებთან და კონსულტაციას გაუწევს პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების , (როგორც სისიტემური დანაშაულის) შეფასებაში.
გერმანელი პროკურორის ვიზიტი, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით ხორციელდება .
მასალის გამოყენების პირობები