შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წარსულში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სხვადასხვა დანაშაულისათვის ორჯერ ნასამართლევი, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მცხოვრები, 1972 წელს დაბადებული ალახიარ ა-ვი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ორ შეკვრად დაფასოებული 0,7925 გრამი, „ჰეროინი"-ს შემცველი ნარკოტიკული საშუალება და ერთი შეკვრა 3,5 გრამი „ოპიუმი" ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ალახიარ ა-ვი ნარკოტიკულ ნივთიერებებს სისტემატურად ყიდდა.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" პუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაციის) მიმდინარეობს, რაც 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.