ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორი, ირაკლი აბსანძე გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი კი დღეს ან ხვალ გაიმართება.
ირაკლი აბსანძის უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადატანას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი აბსანძე გუშინ დააკავეს. მიზეზი ის ამანათი გახდა, რომელიც ,,ლიბერალის" რედაქტორმა მეგობრისგან მიიღო, სადაც სავარაუდოდ, მარიხუანა აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები