დავით ბაქრაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიული ინტერესები დაიცვა. როგორც ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროპარლამენტში ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის კომენტირებისას აღნიშნა, ამ ფორმით ევროდეპუტატებთან ურთიერთობა საქართველოს არ წაადგება.
,,მთავარი პასუხი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ყველა კრიტიკულ კითხვაზე გახლდათ მხოლოდ ერთი, რომ ეს არის სიცრუე და ყველაფერი არის წინა ხელისუფლების ბრალი. ვფიქრობ, ამ დარბაზში ამ ფორმით კომუნიკაცია ევროპელ დეპუტატებთან და მათი დადანაშაულება სიცრუეში, არ გამოადგება ამ ორგანიზაციასთან სამომავლო თანამშრომლობისთვის საქართველოს. Mმეორე და მთავარი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ დარბაზში წარმოადგენს არა მის პარტიას, არა საპარლამენტო უმრავლესობას, არამედ საქართველოს სახელმწიფოს და მთავარი ის რასაც მისგან ველოდი გახლდათ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების და არა პარტიული ინტერესების დაცვა.