ქართველ ახალგაზრდა მოციგურავეთა კონკურსის ფინალს ბათუმის ყინულის სახლმა უმასპინძლა.
კონკურსში, რომელიც შოპენის 200 დაბადებიდან წლისთავს ეძღვნებოდა, ზუგდიდიდან, თბილისიდან და ბათუმიდან 14 ფინალისტი მონაწილეობდა.
კონკურსში 5 გამარჯვებული გამოვლინდა. პირველი ადგილი თბილისელმა არმენ აგაიანმა მოიპოვა და ბაკურიანის საგზურით დაჯილდოვდა. მეორე ადგილი კი ზუგდიდელ იდა კუკავას ერგო, მას კომპიუტერი გადაეცა. სპეციალური პრიზი კი უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტისგან მიიღო.
მიხეილ სააკაშვილი ყინულის სახლში კონკურსის მონაწილეებს შეხვდა, მათ საჩუქრები გადასცა და ყინულზე ბავშვებთან ერთად ისრიალა.
კონკურსის ყველა მონაწილე სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდა. ტურნირი საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის ინიციატივითა და პოლონეთის პირველი ლედის მარია კაჩინსკას მხარდაჭერით ჩატარდა.