რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებენ.
დაწესებულების 30-მდე თანამშრომელი გვიან ღამით ორთაჭალის საპყრობილესთან შეიკრიბა და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი გაპროტესტეს.
მათი განცხადებით, ციხის ადმინიტრაცია აიძულებთ დატოვონ დაკავებული თანამდებობა.
გვიან ღამით რუსთავის #16 ციხის ოთხი თანამშრომელი სასჯეღასრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მიიღო და პირობა მისცა, რომ სიტუაციას გაეცნობა და არცერთი თანამშრომელი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.