თბილისში 2 სკოლას და 2 ქუჩას სახელი გადაერქმევა. ამის შესახებ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრეს.
#51 საშუალო სკოლას ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდება, ხოლო #23-ს ილია ჭავჭავაძის.
საგრეჯოს ქუჩას ანდრია აფაქიძის სახელი დაერქმევა და ისანი - სამგორის რაიონში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ტარიელ გასვიანის სახელი ეწოდება