სასჯელაღსრულების სამინისტრომ ქალთა კოლონიიის თბილისში გადმოტანის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც დღეს გამართულ კონფერენციაზე სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მიხეილ ღურწკაიამ განაცხადა, ქალთა დაწესებულების რუსთავიდან თბილისში გადმოტანის პროექტი შემუშავების პროცესშია.
ჯერჯერობით უცნობია, ქალთა კოლონია თბილისში რა ადგილზე განთავსდება.
ღურწკაიას ცნობით, სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები