თბილისის ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით იზრდება. სულ 2010 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი 741 მილიონი ლარით განისაზღვრება. აქედან 5 მილიონი პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო. ამის შესახებ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრეს.
უკვე დასახულია წლის ის პრიორიტეტები, რომლითაც თბილისის მერია იმოქმედებს.
პრიორიტეტებიდან გამომდინარე უნდა დაფინანსდეს ავარიული შენობების აღდგენით სამუშაოები, უნდა მოხდეს გზების რეაბილიტაცია, პროექტ "ძველი თბილისი ახალი სიცოცხლის" განვითარება, ამასთან ყველა კატეგორიის თბილისელ პენსიონერს მარტიდან პენსიის ოდენობა 10 ლარით გაეზრდება.