,,ხელსუფლებას საზოგადოების ინფორმირებულობა აკლია", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვალდებულია მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია რა გააკეთა და რის გაკეთებას აპირებს მომავალში. ,,ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხვაზე თუ რატომ აქვს ბიძინა ივანიშვილის გუნდს საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობა პოლიტოლოგი რამდენიმე მიზეზს ასახელებს.
,,ინფორმირებულობის ნაკლებობაზე, ალბათ გავლენა იქონია იმან, რომ ივანიშვილის გუნდი საუბრობდა იმაზე, რომ სააკაშვილის გუნდი მხოლოდ ცარიელი პიარი იყო და ახლა ამ ყველაფრისგან გამიჯვნა სურთ. თუმცა პიარი და ინფორმირებულობა სხვადასხვა რამეა. შეიძლება, არ იციან, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობა აუცილებელია, ან არ იციან როგორ მიაწოდონ ხალხს ინფორმაცია. ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმა თქვა, რომ მის მთელ გუნდს გამოცდილება აკლია.Nნამდვილად, აღსანიშნავი გულწრფელობაა და პრემიერ-მინისტრმა რადგან თქვა ეს კიდევ უფრო დამაჯერებელია", -განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას გეგმავს მისი ხელისუფლება.
,,ხელისუფლება საზოგადოების წევრია, საზოგადოება კი დიდი ორგანიზმია. ცხადია,Oორგანიზმში ნერვული სისტემა გამართულად თუ არ მუშაობს, მთლიანობაში ორგანიზმს ფუნქციონირება უჭირს. Aამიტომ აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობა, თუ რას აკეთებს ხელისუფლება. ისევე როგორც ხელისუფლებამ უნდა იცოდეს რა ხდება საზოგადოებაში, ასევე საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხდება მის ქვეყანაში", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.