პოლიტიკური პარტია "საქართველოს გზის" პოლიტსაბჭო დღეიდან ყველა პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციებს იწყებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, კონსულტაციებისას ოპოზიციონერ ლიდერებს მიმართავენ ინიციატივით: 7 ნოემბერს მოეწყოს ერთობლივი საჯარო განხილვა, რომელზეც თითოეული პარტია წარმოადგენს თავის პოლიტიკურ დასკვნას სააკაშვილის 6 წლიანი მმართველობის შედეგების შესახებ.
"მიგვაჩნია რომ 7 ნოემბერი უნდა იყოს ჩვენი და ხალხის ერთობის და სოლიდარობის დღე, სადაც ერთად გამოცხადდება რომ საქართველოში არასოდეს აღარ უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც თავის ხალხს დაარბევს როგორც 2008 წლის 7 ნოემბერს ან დაბომბავს თავის ხალხს 2008 წლის 7 აგვისტოს", - ნათქვამია განცხადებაში.