თბილისის მერის, გიგი უგულავას მეუღლეს, ლელა კილაძეს მართვის მოწმობა სამართალდამცავებმა ერთი წლით ჩამოართვეს.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შსს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა ლელა კილაძე ავტომანქანას ნასვამი მართავდა.
,,ლელა კილაძე ავტომანქანას უკვე მეორედ ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. შესაბამისად კანონმდებლობის თანახმად, მას ერთი წლის განმავლობაში მართვის მოწმობა ჩამოერთვა", -განაცხადა გიორგობიანმა.