აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი "ფონდ რობერტ ბოშის" კონსულტანტს, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში დიტერ ბოდენს შეხვდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ბოდენმა ანქვაბს მიღებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ადევნებს თვალს.
"თქვენ რთული სამუშაო გაქვთ", _ აღნიშნა დიპლომატმა.
აფხაზური მედია ასევე აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსთან ურთიერთობებს შეეხო. ამასთან დაკავშირებით, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, "მეზობელი ქვეყნიდან" პოზიციის ცვლილებებს არ ელოდებიან.
"თავდაპირველად მშვიდობის შესახებ ხელშეკურლებაა ხელმოსაწერი, მაგრამ ჯერ ვერავითარ პერსპექტივას ვერ ვხედავ", _ განაცხადა ანქვაბმა.
დიტერ ბოდენტმა, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ასევე აუწყა, რომ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვევით ის სტუდენტებს შეხვდა. ბოდენმა აფხაზეთის სხვა ქალაქების მონახულების სურვილიც გამოთქვა. "ეს მე დამეხმარება კიდევ უფრო ღრმად გავიცნო აფხაზეთი", _ განაცხადა ბოდენმა, რომელიც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა აფხაზეთში დასასვენებლად დაპატიჟა.