ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ივანე ოსაძე დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქარელის რაიონის სოფელ ყინწვისში მდებარე ერთ-ერთი შენობის იჯარით გაცემის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით, 7 000 აშშ დოლარი აიღო.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.