შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, კერძოდ, „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში", 18 აპრილს კონტეინერი შემოვიდა. კონტეინერის დათვალიერების შედეგად, მასში მოთავსებულ, მოქალაქე დ. ღ.-ის კუთვნილ ავტომანქანა AUDI - A4-ში,სხვა ნივთებთან ერთად, მედიკამენტები DAFALGANCODEINE - 32 აბი და IXPRIM - 60 აბი გამოვლინდა. აღმოჩენილი პრეპარატები სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველია. სამედიცინო პრეპარატები დაილუქა და შემდგომი რეაგირების მიზნით, კრიმინალურ პოლიციას გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები