სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში სომხეთიდან სომხეთის მოქალაქე მ. ო შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მგზავრს საბაჟო პროცედურებით გათვალისწინებული დათვალიერებისას, ბარგში არადეკლარირებული საქონელი, სავარაუდოდ ოქროს სამკაულები, კერძოდ 5 ცალი სამეული, 1 ცალი ყელსაბამი, 3 ცალი სამაჯური, 1 წყვილი საყურე და 8 ცალი თვლებით გაწყობილი ბეჭედი აღმოაჩნდა. საქონელს ჩაუტარდა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოიწერა და მ.ო-ს ჯარიმის სახით, 5099,4 ლარი განესაზღვრა.