დღეს, 22 თებერვალს, 18:00 საათზე "საზოგადოებრივი დარბაზის" ოფისში (ქ.თბილისი, ბაქრაძის ქუჩა N18) გაიმართება "საზოგადოებრივი დარბაზის" პრესკონფერენცია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარემ, პოეტმა დავით მაღრაძემ აცნობა, პრესკონფერენციაზე ოპოზიციური ერთობისა და ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებაზე საგანგებო განცხადება გაკეთდება .