შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სკანდალური დოკუმენტების შესწავლა მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც პროკურატურამ ამ მასალებს გრიფი `საიდუმლო` მოხსნა და ისინი საჯარო გახადა.
საუბარია ფარული ხარჯების გამოძიებაზე, რომელიც უმრავლესობის წევრმა ირინა იმერლიშვილმა პარლამენტში წარადგინა. დასახელდა კონკრეტული ფაქტებიც. ჩამონათვალში პრეზიდენტისა და უმცირესობის წევრების გვარები ფიგურირებს.
უმრავლესობის წევრების განცხადებით, პარლამენტში ამ საკითხის შესასწავლად უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელშიც უმცირესობის წევრებიც შევლენ. ოპოზიცია ბრალდებებს გამოგონილს უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები