დღეს, 22 თებერვალს, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აუქციონი კომპანია "მეგა ტვ"-ის განაცხადის საფუძველზე გამოაცხადა.
ლიცენზიის საწყისი გასაყიდი ფასია 2 472 ლარი. აუქციონი 12 მარტს გაიმართება.