"საქართველოს გზა" პოლიტიკურ პარტიებს მიმართვას უგზავნის. მიმართვაში სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ლიდერებს წინადადებით მიმართვას თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ წარმოადგინოს თავისი პოლიტიკური დასკვნა სააკაშვილის 6-წლიანი მმართველობის შედეგების შესახებ.
"7 ნოემბერს, ჩვენს ერთობლივ და საჯარო შეხვედრაზე, რომელსაც დაესწრებიან პრესის, არასამთავრობო და საზოგადოების წარმომადგენლები, თითოეული პარტია წარმოადგენს საკუთარ დასკვნას. სრული ვერსია ამ დასკვნის სხვა პარტიების დასკვნასთან ერთად დაიბეჭდება და გავრცელებულ იქნება მოსახელოებაში და უცხო ენაზე თარგმნილი იქნება უცხო პრესის, საეთაშორისო თანამეგორბობისათვის.
მიგვაჩნია, რომ ჩვენი ინიციატივა აქტუალურია და დროულიც, ვინაიდან ტალიავინის კომისიამ ცალსახად დაადანაშაულა საქართველოს მხარე 7 აგვისტოს ომის დაწყებაში და ცხინვალის დაბომბვაში. ამით საქართველოს სახელი ილახება და მის მიმართ ნდობა იკარგება. მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი დასკვნა სააკაშვილის და მისი გუნდის მიმართ იქნება ის წითელი ზღვარი, რომლითაც უნდა გავმიჯნოთ სააკაშვილი და მის მიერ ჩადენილი დანაშაული საქართველოსაგან. მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი დასკვნა იქნება ჩვენი სერიოზული პოლიტიკური ძალის გამომხატველი, რაც გამარჯვების იმედს შთაუნერგავს ხალხს და ძლიერ დარტყმას მიაყენებს სააკაშვილს და მის რეჟიმს. ამავე დროს დასკვნებში წარმოდგენილი იქნება ყველა პარტიების განსხვავებული შეხედეულებები და პოლიტიკური ხედვა და ამითი ჩვენ დავამტკიცებთ ერთდროულად ერთობასაც და ჩვენ მრავალფეროვნებას, საწინდარი ხვალინდელი თავისუფლების და დემოკრატიულობის", - ნათქვამია მიმართვაში.
ამასთან, ზურაბიშვილის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ოპოზიცია რამოდენიმე ურთიერთდაპირისპირებულ ბლოკად დაიშალა.
"ეს მორიგი სიცრუეა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ჩაკლას იმედი და ბრძოლის მუხტი. Eგვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ არ არსებობს ასეთი დაპირისპირება, არსებობს ერთი ბრძოლა, ერთი საერთო მიზანი, რომელზედაც შეთანხმებულია მთელი ოპოზიციური სპექტრი. ესაა არჩევნების და მხოლოდ არჩევნების გზით ქვეყნის განთავისუფლება სააკაშვილის ანტიდემოკრატიული რეჟიმისაგან. ჩვენი ბრძოლის ხაზი გადის სხვადასხვა ველზე და სხვადასხვა მიმართულებით. ცალკეულ პარტიებს გააჩნიათ თავისი ხედვა ბრძოლის ტაქტიკასა და ფორმებზე. ჩვენი ქმედებები შეიძლება იყოს როგორც კონსტრუქციული ასევე რადიკალური, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს დაპირისპირებულობას. Eეს არის ბრძოლის სხვადასხვა ფორმა, რომელიც ერთიანობაში მიმართულია ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად", - აღნიშნულის მიმართვაში.