დღეს, 22 თებერვალს, სასტუმრო „დიდუბე პლაზაში" საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ქართული კომპანიების სავაჭრო მრჩეველებისთვის 4-დღიანი ტრენინგი გაიხსნება.
ტრენინგზე დასასწრებად მიწვეულნი არიან ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველები ეკონომიკის საკითხებში: თამარ კოვზირიძე და ვახტანგ ლეჟავა.
ღონისძიების მიზანია კომპანიების სავაჭრო მრჩეველთათვის შესაბამისი ინფორმაციის გაცნობა და მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, რათა მათი მეშვეობით კომპანიებმა საერთაშორისო ბაზარზე თავიანთი პროდუქციის ექსპორტი განახორციელონ.
მსგავსი სემინარი საქართველოში პირველად ტარდება. ღონისძიება 25 თებერვალს დასრულდება.
საერთაშორისო სავაჭრო კორპორაციის ექსპერტები გაუძღვებიან.