ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 22 აპრილს გაიმართება.
ნიკა გვარამიას და ალექსანდრე ხეთაგურის დღევანდელი სასამართლო სხდომა უკვე დასრულდა. პროცესზე ოთხი მოწმე, მათ შორის, "ეი-ეს თელასის" თანამშრომლები დაიკითხა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი ბრალდება ბუნდოვანია და მას მოწმეებიც ვერ ადასტურებენ.
მისი თქმით, ტენდენციით, რომელიც ახლა გამოიკვეთა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ პროკურატურა დროს წელავს.
ნიკა გვარამიას და ალექსანდრე ხეთაგურს დოკუმენტების გაყალბება და გამოყენება ედებათ ბრალად.