,,დათა ახალაიას წერილი მე ძალიან მაგონებს ოქრუაშვილის ბალადას", _განაცხადა ჟურნალისტებთან თბილის მერმა გიგი უგულავამ დატა ახალაიას განცხადების კომენტირებისას.
,, დათა ახალაიას წერილი მე ძალიან მაგონებს ოქრუაშვილის ბალადას. ჩემთვის არაფერი ისეთი ახალი არ ეწერა ამ წერილში, რაც შვიდი თვის განმავლობაში გაზეთით, ან ტელევიზიით არ ყოფილა. Aამიტომ შინაარსზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია იმდენად, აბსურდული რამეა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ხუხაშვილის გუშინდელი გამოსარჩლება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ორკესტრირებულ მოქმედებას აქვს ადგილი", -განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელშიც ,,ნაციონალური მოძრაობა" იმყოფება შეიძლება ბევრს ნერვებმა უმტყუნოს და გარკვეული მათგანი გარკვეულ გარიგებებს დასთანხმდეს.