პროკურატურამ ქსნის, რუსთავისა და ქუთაისის ციხის ყოფილი დირექტორიები დააკავა.Aამის შესახებ ჟურნალისტებთან მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
"ბოლო სამ-ოთხ დღეში, სასჯელაღსრულების სამი დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელების დაკავება მოვახდინეთ. აყვანილები არიან ქსნის მე-15 დაწესებულების ყოფილი დირექტორი თოლორდავა და ორი მაღალი რანგის თანამშრომელი, ასევე რუსთავის მეექვსე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ცხვედიანი და მისი მოადგილე და ქუთაისის მეორე დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი ჯიჭონაია. მათ ბრალად ედებათ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ცემა და წამება", - განაცხადა კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ მათი დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა.