,,დათა ახალაიას განცხადება საეჭვოდ ემთხვევა 19 აპრილის მოახლოებას", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით დარჩიაშვილმა დათა ახალაიას განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას 19 აპრილს დაგეგმილი აქციის ეშინია.
,,დათა ახალაიას განცხადება საეჭვოდ ემთხვევა დროში 19 აპრილის მოახლოებას. ხელისუფლება ჩანს, რომ ძალზედ ნერვიულობს ამ აქციაზე და გაუგებარია ლოგიკურად რატომ უნდა იყოს ასეთი ნერვიულობა", _განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიას სახელით Facebook-ში განცხადება ვრცელდება, რომელშიც იგი ქვეყანაში დატრიალებული "უბედურებას" ერთ ადამიანს - ვანო მერაბიშვილს უკავშირებს.