დათა ახალაიას სახელი გავრცელებული განცხადება, ძალიან გავს სპეცსამსხურების ხელწერას და დარწმუნებული ვარ, რომ ის დათა ახალიას არ ეკუთვნის. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თეა თუთბერიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დათა ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის კომენტარი, იმის შესახებ რომ ფეისბუკში გავრცელებული განცხადება ნამდვილად დათა ახალაიასია საფუძველს მოკლებულია.
"რას აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი მე ვესაუბრეო? მე კი ვესაუბრე დათას უახლოეს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, რომლებსაც ყველა შემთხვევაში აქვთ დათასთან დაკავშირებით უფრო სარწმუნო ინფორმაციები და ისინი ნამდვილად არ ადასტურებენ, რომ განცხადება დათა ახალიას ეკუთვნის", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თუთბერიძემ და დასძინა, - "ნამდვილად ვიცი, ეს არ არის დათა ახალიას განცხადება".
მისვე თქმით, მას არავთარი საფუძველი არ აქვს ენდოს ირაკლი ზაქარეიშვილს, რომელიც არის დათა ახალაიას ერთი საქმის ადვიკატი და უნდობლობა გამოუცხადოს მის მეგობრებსა და ოჯახს.
"ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე, არის თუ არა ცნობილი მისთვის ახალაიებისა და მერაბიშვილის დაპირისპირების შესახებ თუთბერიძემ განაცხადა: " არ ვაპირებ ჭორაობის დონეზე საუბარს. შეიძლება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მქონდეს კითხვები, მაგრამ ახლა ვარაუდებზე და ჭორებზე საუბარს არ ვაპირებ. თუ ამ კითხვის მიზანი ისაა, რომ მაინც ჩამეკითხოთ, ფეიბუკში გავრცელებული განცხადება ეკუთვნის თუ არა დათა ახალიას, გიმეორებთ - არა არ ეკუთვნის. ეს განცხადება ძალიან გავს სპეცსამსახურების ხელწერას".
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი შეფი დათა ახალაიას სახელით ფეისბუკში განცხადება ვრცელდება, რომელშიც იგი ქვეყნანაში დარტიელებული "უბედურებას" ერთ ადამიანს - ვანო მერაბიშვილს უკავშირებს.
"აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა.
ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისაკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა ჩვენი ხელისუფლება.
მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობებ ჩვენ ქისტ ძმებთან და რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე ასევე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილმა, ჩემს ძმაზე შურისძიების მიზნით, ამირან მესხელის ხელით უზრუნველყო ციხის ამაზრზენი კადრების შექმნა და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ მარშუტირება, რამაც საბოლოოდ დაანგრია ჩვენი ხელისუფლების ისედაც დაზიანებული იმიზი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენ დამარცხებაში.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა და შალვა ჯანაშვილის ხელით განახორციელა იალღუჯაზე ჩვენი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული ძალადობა და არაადამიუანური მოპყრობა, რისთვისაც ახლა ჩემს ძმას ასამართლებენ.
აქვე დავძენ, რომ მე არ ვამტკიცებ, თითქოს ვანო მერაბიშვილი გარიგებული იყო მაშინდელ ოპოზიციასთან, მაგრამ ერთი რამ დღესავით ნათელია - საკუთარ ყოვლისშემძლეობაში ბრიყვულად დარწმუნებულმა მერაბიშვილმა ივარაუდა, რომ მხოლოდ ახალაიები დაზარალდებოდნენ მისი დანაშაულებრივი ავანტიურების წყალობით და თვითონ კვლავ ხელისუფლების ოლიმპზე დარჩებოდა, რადგანც არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ეგონა.
ვფიქრობ, დადგა დრო, ყველა ჩემი ძმა, არასოდეს გავქცევივარ ვასუხისმგებლობას, არც მაშინ, როცა ორგანიზებულ კრიმინალ და კორუფციას ვებრძოდი, არც რუსეთ-საქართველოს ომის დროს და არც ახლა ვაპირებ ემიგრაციაში თავის შეფარებას.
მყარად მაქვს გადაწყვეტილი, უახლოეს მომავალში ჩემს მეგობრებთან ერთად დავბრუნდე საქართველოში და ყველა კითხვას გავცე პასუხი", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.