გაეროს მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2006 წელს ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში ნატო-ს საერთაშორისო ძალების შესვლის შემდეგ, ოპიუმის წარმოება ორჯერ გაიზარდა.
„2006 წლიდან ავღანეთში ნატოს-ს საერთაშორისო ძალების შესვლას ოპიუმის წარმოებისთვის ხელი არ შეუშლია, პირიქით მისი წარმოება ორჯერ გაიზარდა" აღნიშნულია გაეროს განცხადებაში, რომელსაც „ესოშიეითიდ პრესი" ავრცელებს.
გაეროს მონაცემებით მსოფლიო ბაზარზე არსებული ოპიუმის 90%-ს ავღანეთში აწარმოებენ და მისი რაოდენობა 2012 წელს 18%-ით გაიზარდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ავღანეთის 35 მილიონიანი მოსახლეობიდან, მილიონზე მეტი ჰეროინის მომხმარებელია.