დღეს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილმა კახეთის რეგიონში, ადგილობრივი მნიშვნელობის ბოდბისხევი-ჯუგაანი-ტიბაანის საავტომობილო გზის 5 კმ-იან დასრულებული მონაკვეთი მოინახულა
აღნიშნულ მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებდა გერმანული ტექნოლოგიით, ახალი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობას, რომლის ექსპლუატაციის ვადა საშუალოდ 30-35 წელია. გაკეთდა ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტრარდა წყალგამტარ არხებს. ასევე, განხორციელდა მიწის ვაკისის, კიუვეტებისა (სადრენაჟო არხები), ხელოვნური ნაგებობების და სანიაღვრე სისტემების აღდგენის სამუშაოები. საგზაო ქსელის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას
სამშენებლო სამუშაოები 2009 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო. აღნიშნულ მონაკვეთზე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით სამუშაოებს ასრულებდა ქართული კომპანია შპს ,,ნიუ-ენერჯი".
"ამ გზით 3 დიდი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს და მშენებლობაზეც ადგილობრივები იყვენენ დასაქმებული. მოსახლეობისთვის გზის მშენებლობა ორმხრივად მნიშვნელოვანია, პირველი, რომ გარემონტებული გზა ექნებთ და ამასთან ფინანსური სარგებელსაცც ნახავენ, რადგან თვითონვე მუშაობდნენ მის გარემონტებაზე", - განაცხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა.