ქუვეითის სასამართლომ გასული წლის ოქტომბერში დაკავებულ ოპოზიციის ლიდერ, მუსალამ ბარაკს, სახელმწიფო ემირის ჯაბერ ალ-საბაჰის შეურაცხყოფისთვის ხუთი წლით პატიმრობა შეუფარდა.
ყოფილი დეპუტატი მუსალამ ბარაკი ქვეყნის მეთაურს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და დიქტატურაში ადანაშაულებდა.
ქვეყნის მეთაურის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გასულ წელს კიდევ რამდენიმე დეპუტატი გამოვიდა, თუმცა სასამართლომ ეს ქმედება ემირის შეურაცხყოფად აღიარა და ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი დააკავა.