სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ოქროსა და ძვირფასი ქვების სამართალდარღვევის გზით შემოსვლის ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ, სომხეთიდან, საქართველოში, „ტოიოტას" მარკის ავტომობილი შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეჭვის საფუძველზე ავტომანქანა დეტალურად დათვალიერეს. დათვალიერების შედეგად ერთ-ერთი მგზავრის, კერძოდ, რუსეთის მოქალაქის ა. ს.-ს ბარგსა და ხელბარგში არადეკლარირებული საქონელი, სავარაუდოდ, ოქროს ნაკეთობები საერთო წონით 87,96 გრ და ძვირფასი ქვები საერთო რაოდენობით 159 ცალი გამოვლინდა.
არადეკლარირებული ოქრო ხელბარგში რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს მ. ო.-ს აღმოაჩნდა. მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დასკანერების შედეგად, ხელჩანთაში ოქროს ნივთები გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ოფიცერმა მგზავრს ფიზიკური პირის დეკლარაციის შევსება და, შესაბამისად, ძვირფასი ლითონების ზუსტი დეკლარირება მოსთხოვა. შემდგომი ფიზიკური დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ მ. ო.-მ ძვირფასი ლითონების მხოლოდ ნაწილი დაადეკლარირა. შესაბამისად, მგზავრის ხელბარგში დამატებით არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ : ოქროს ბეჭედი 5 ცალი, საყურე 8 წყვილი, კულონი 3 ცალი და სამაჯური 2 ცალი, საერთო ჯამური წონით 184,29 გრ გამოვლინდა. ექსპერტიზის დასკვნით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ღირებულებამ 6451,9 ლარი შეადგინა
არადეკლარირებული საქონელი, საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით, ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.