ცნობილ თურქ პიანისტს, ფაზილ საის, სტამბულის სასამართლომ ისლამური ღირებულებების შეურაცხყოფისთვის 10 თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.
პიანისტის წინააღმდეგ საქმე, მის მიერ სოციალურ ქსელებში ისლამური ღირებულებების შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოქვეყნების შემდეგ აღიძრა.
ფაზილ საი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო.