20-მა ვეტერინარმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადამზადების კურსები გაიარა.
უკვე გადამზადებული ვეტერინარები სტაჟირებას სურსათის უვნებლობის სამსახურში გაივლიან, მათგან საუკეთესოები კი ამავე სამსახურის თბილისისა და რეგიონულ ოფისებში დასაქმდებიან.
სტაჟიორებს დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი შეხვდა. მინისტრმა მათ შეკითხვებს უპასუხა და სტაჟორებს ცხოველთა ჯანმრთელობის კუთხით სამინისტროს ხედვა და სტრატეგია გააცნო.
"კვალიფიცური ვეტერინარების ჩართულობა მეცხოველეობის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განმარტა კვეზერელმა.