მოსკოვში ორი ბოროტმოქმედი დააკავეს, რომლებიც ყალბი რუსული ფულის გასაღებით იყვნენ დაკავებულნი. რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ბოროტმოქმედების ვინაობა დაკონკრეტებული არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ ერ ერთი მათგანი 29 წლის მამაკაცი აფხაზეთშია დაბადებული, ხოლო მეორე, 37 წლის მამაკაცი -ყაზახეთში.
"ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები მათ კლიენტებად წარმოუდგნენ და 100 ათასი რუსული ყალბი რუბლის 60 ათას რუსულ რუბლად ყიდვაზე შეუთანხმდნენ. ერთ ერთი ეჭვმიტანილი არის პროდიუსერი და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების საკონცერტო ორგანიზატორი" _ იუწყება რუსული მედია და აღნიშმავს, რომ ყალბი ფული იმდენად ,ათალი ხარისხის იყო, რომ მისი "ამოცნობა" შეუიარაღებელი თვალით, უბრალოდ, შეუძლებელი იყო.