საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, თუ როგორ აღწევს ახალი მთავრობა პროგრესს ბევრს სფეროში.
როგორც მან აღნიშნა, ის საქართველოს განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების.
"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის დანახვა, როგორი პროგრესი აქვს ახალი მთავრობის მუშაობას სხვადასხვა სფეროში. მათ შორის, გარემოს დაცვის საკითხებში. მოხარული ვარ, რომ ვხედავ იმას, თუ როგორ აშენებს წინამორბედი მთავრობის საძირკველზე ახალს დევანდელი ხელისუფლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის განვითარებას და არა ინდივიდუალურ პარტიებს", - განაცხადა ბეხლერმა.
ამასთან, ელჩი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ "ევროპის სახალხო პარტიისადმი" გაგზავნილ ღია წერილსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერს მიმართვის გაკეთებისკენ ცალკეული შეცდომაში შეყვანილი ევროპარლამენტარების ზედაპირულმა შეფასებებმა უბიძგა.