საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად პარტიის გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი განიხილება.
როგორც მან დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში აღნიშნა, საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით პარტიაში მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა, დასახელდება თუ არა კანდიდატი 19 აპრილის აქციაზე, ინფორმირებული არ არის.
"მსჯელობები მიდის. ბუნებრივია, ის ერთ-ერთი კანდიდატი არის. გადაწყვეტილება იქნება საბოლოოდ მიღებული. მე არ ვარ საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით. ის ერთ-ერთი კანდიდატი რასაკვირველია არის და ამაზე მსჯელობაა", - განაცხადა რატიანმა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 19 აპრილს, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ივანე მერაბიშვილის სიურპრიზი შესაძლოა, ამ დღეს მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება აღმნოჩნდეს.